06 მაისი 2024,   12:49
ვრცლად
აუდიო ჩანაწერები, რომელშიც ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს დამონტაჟებულია - ზაზა ხატიაშვილი 

აუდიო ჩანაწერები, რომელშიც ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს, დამონტაჟებულია - ამის შესახებ განცხადებას, ჩხარტიშვილის ადვოკატი აკეთებს.

უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ჩხარტიშვილის დაცვის მხარემ ჩანაწერები ექსპერტიზისთვის ლონდონში გააგზავნა, სადაც დადასტურდა რომ აუდიოფაილები უწყვეტი არ არის და დამონტაჟებულია.

ხატიაშვილი ტელეკომპანიების მხრიდან ჩანაწერების გავრცელების გამო ბოდიშის მოხდას, საგამოძიებო უწყებებისგან კი გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

„ ბატონი ბეიკერი წერს; სამივე ჩანაწერზე ამ სფეროში მოღვაწე, სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით აღმოვაჩინე, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული, დამონტაჟებული.

შკალა არის ჩამოთვლილი ექსპერტიზიდან, რომ 6 მონტაჟია და 7 საუბრიდან არის დამონტაჟებული, გაკეთებული. ეს არის ჩემის აზრით უპრეცედენტო სიბინძურე,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები