14 დეკემბერი 2019,   21:54
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მსგავსად იღებს შავ ფულს - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დამფინანსებლებზე საუბრობს

საქმე იმაშია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მსგავსად იღებს შავ ფულს - ასე ეხმაურება ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის შემომწირველებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ სავარაუდოა, რომ სწორედ ზურაბიშვილის ფონდში მიდის ის თანხა, რომელსაც „ქართული ოცნება“ თამბაქოს რეკეტიდან იღებს.

„საქმე იმაშია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მსგავსად  იღებს შავ ფულს და ამით აწარმოებს კამპანიას. შესაძლოა ის 2.5 თეთრი ქალბატონ სალომეს ფონდშიც მიდის და სამწუხაროა ის რომ აუდიტის სამსახური  იმის ნაცვლად რომ ემსახურებოდეს გამჭვირვალობას საარჩევნო ფინანსების გადაქცეულია სალომე ზურაბიშვილის ბუღალტრად. რაც არის სამწუხარო,“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მისი მოწოდების შემდეგ ატვირთა მონაცემები თანხების ჩარიცხვებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის გადარიცხული ფულით თითოეული შემომწირველი რუსულ პროპაგანდას აფინანსებს.

„თითოეულმა ამ შემომწირველმა უნდა იცოდნენ, რომ ვერასდროს ვერაფრით ვერ გაიმართლებენ თავს.  რადგან ისინი აფინანსებენ არამხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, ისინი აფინანსებენ პირდაპირ იმას, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ მოსწყვიტონ აფხაზეთი, ერთხელ და სამუდამოდ მოსწყვიტონ სამაჩაბლო. რომ საქართველოში დამკვიდრდეს და ჩაბეტონდეს რუსული დოქტრინა და შემდეგ უკვე რუსეთმა ამით იხელმძღვანელოს საერთაშორისო არენაზე საქართველოსთან მიმართებაში.  ვერანაირი ახსნა  განმარტება თუნდაც წლების შემდეგ რომ იძულებით ვინმემ გააკეთებინა  არ იქნება ქართველი ხალხისგან მიღებული. რადგან პირდაპირ ნათლად ჩანს ყველაფერი რომ ეს ადამიანები  აფინანსებენ  უშუალოდ რუსულ პროექტს საქართველოში,“-განაცხადა ზურა მელიქიშვილმა. 

აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი "არქი ჯგუფია". სამშენებლო კომპანია "არქის" მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ, "არქი ვარკეთილის" მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ და "არქი გლდანის" მეწილემ და დირექტორმა კახაბერ კობა ივანოვმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში, 180 000 ლარი გადაურიცხეს. თითოეულმა პირმა საპრეზიდენტო კანდიდატს 60 000 ლარი შესწირა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შენობა სადაც, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბია, ოთარ ფაცხალაძის ოჯახს ეკუთვნის. აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შენობა ვარდების რევოლუციის მოედანაზე, რესტორან წინანდლის საკუთრებაშია, რომელმაც ფართი ზურაბიშვილს იჯარით გადასცა. წინანდლის მფლობელი კი კომპანია ეკო ჯგუფია, რომლის წილიც ოთარ ფარცხალაძის შვილის ანდრია ფარცხალაძის სახელზეა გაფორმებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები