26 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
ცემა და წამება სარდაფში - ლევან ყიფიანი გავრცელებულ ინფორმაციას და ფარცხალაძესთან დაპირისპირებას უარყოფს 

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე გავრცელებული სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანი პირველ განმარტებებს აკეთებს. სასამართლოში მიცემული ჩვენების შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა და ე.წ. სარდაფის ეპიზოდს, სადაც ჩანაწერების მიხედვით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ სიცრუე უწოდა. ლევან ყიფიანის განცხადებით, ის იცნობს ოთარ ფარცხალაძეს და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

„ოთარ ფარცხალაძეს მე ვიცნობ, მაქვს ნორმალური ურთიერთობა. ეს არის ფარსი, ეს არის შეურაცხმყოფელი. მე ამ თემაზე, რომ ვილაპარაკო. ასეთი რამე არ ყოფილა,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მან ასევე ბანკიდან თანხის გატანის ეპიზოდზეც ისაუბრა. ლევან ყიფიანის თქმით, თანხა გაიტანეს თუმცა სად წაიღეს ის OGT-ს თუ BMW -ს ოფისში მისთვის უცნობია.

"მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა მაგრამ სად წავიდა ეს ფული "ოჯთ"-ის ოფისში, BMW-ს ოფისში თუ სხვაგან ჩემთვის უცნობია,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისი განმარტებით, ის თავდაპირველად დათანხმდა ზაზა ოქუაშვილის გეგმას, რომ გაეკეთებინათ ფარული ჩანაწერები, რომელსაც საბოლოოდ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი გამოიყენებდა საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის, თუმცა საბოლოოდ გაირკვა რომ ოქუაშვილმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გაიტანა. მან საუბარში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილი მას პირადად ეკონტაქტებოდა.

„რაც შეეხება იმ დახმარებებს რასაც მე ვახორციელებდი, ზაზა ოქუაშვილი თავად მიდასტურებდა, რომ ბატონი ჩუბინიშვილი  ეხმარებოდა ამ თემის მოგვარებაში, ასახელებდა სხვადასხვა გვარებს მაგრამ ერთობლივად ვახორციელებდით. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს იყო ისეთი შანტაჟი, რომელიც მან გამოიყენა თავსი ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე. და მან მოახდინა ეს პოლიტიკური ინტერესებში გადაეზარდა. მე მქონდა ამ ორგანიზაციაში მხოლოდ ჩემი პირადი ბიზნესინტერესები,“-განაცხადა ლევან ყიფიანმა. 

ლევან ყიფიანი სასამართლოს ჩვენებს "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით მისცა.  საუბარია სკანდალურ ჩანაწერებზე, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ფიგურირებს და რომელიც კომპანიის სავარაუდო რეკეტში შუამავლის სახით არის ჩართული. ჩანაწერებში მოხსენიებულები არიან შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.  ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ ლევან ყიფიანზე ოთარ ფარცხალაძემ თანხმლებს პირებთან ერთად ფიზიკურად იძალადა და მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ. 

დღის ამბები