13 დეკემბერი 2018,   20:57
ვრცლად
6 წლის განმავლობაში თეთრით არ მოუმატებიათ პენსია პენსიონერებისთვის - გრიგოლ ვაშაძე პენსიონერებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, პენსიონერებს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილებს გაერთიანების საპენსიო რეფორმა გააცნო.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პენსია გაიზრდება და გახდება 400 ლარი.

„ეს არის სრული კატასტროფა, 6 წლის განმავლობაში ბიუროკრატიის ხელფასების, პრემიების, დანამატების და არ ვიცი კიდევ, პრივილეგიების ზრდის ფონზე, თეთრით არ მოუმატებიათ პენსია პენსიონერებისთვის. გათვლილი პროგრამით ჩვენ მოვალთ და პენსიონერს ნელ-ნელა მივცემთ ღირსეულ ცხოვრებას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საპენსიო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა ძალა ერთობაშიას თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, პენსიის ზრდა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით მოხდება.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ 6-წლიანი მმართველობის პერიოდში 50 ლარიც კი ვერ გამონახა ბიუჯეტიდან, რომ ამ ხალხისთვის პენსია გაეზარდათ. უბრალოდ, მათი შავი ჯიპებიდან და დაბურული მინებიდან ის სოციალური ფონი არ ჩანს, რაშიც ეს ხალხი დღეს იმყოფება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები