02 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
პროკურატურაში სკანდალური ციხის აუდიოჩანაწერის კიდევ ერთი ფიგურანტი, დავით ცუხიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს

"რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში კიდევ ერთი დაკითხვა მიმდინარეობს. ამ წუთებში უწყებაში დავით ცუხიშვილი იმყოფება.

პროკურატურის ინფორმაიით, გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომელი  ი.პ.

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12  ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

დღის ამბები