26 აპრილი 2024,   06:21
ვრცლად
"შემაშფოთებელ და სამარცხვინო კომენტარები," - არასამთავრობოები ხელისუფლებას, სამოქალაქო სექტორზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისგან. ისინი იზიარებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბერლინის ოფისის შეშფოთებას საქართველოში მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის ფაშისტებად მოხსენიების გამო. "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თავმჯდომარის განცხადებით, დიდი სირცხვილი იქნება, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების ნაცვლად, საქართველოს პროგრესი კლეპტოკრატიისა და კორუფციის დაუსჯელობისკენ გადაიხრება. საერთაშორისო გამჭვირვალობის ტრანსნაციონალური ქსელი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოახლოებული არჩევნების წინ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ბრალდებებისგან, რომელმაც შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო საქმიანობას ხელი შეუშალოს.

"ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმებისგან და მით უმეტეს, ისეთი შემაშფოთებელ და სამარცხვინო კომენტარებისგან, როგორიც პარლამენტის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ,"-აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერეკლე ურუშაძე. 

დღის ამბები