26 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
„კამპანია ოპონენტების მხრიდან აგებული არის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, " - ირაკლი კობახიძე

NDI-ის წევრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. "ეროვნულ დემოკრატიული" ინსტიტუტის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე სპიკერს შეხვდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ NDI-ის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორც თავად განაცხადა, ოპონენტების მხრიდან შეურაცხყოფასა და ცილისწამების შესახებ.

„კამპანია ოპონენტების მხრიდან აგებული არის შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, აგრესიულ განცხადებებზე, პროვოკაციებზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დამკვირვებლებს. პროვოკაციებზე გავამახვილეთ ყურადღება, მედიის მხრიდან გაშუქებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები