10 მაისი 2024,   08:20
ვრცლად
არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - შსს

ქვეყანაში მიმდიანრე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ათი საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი აცხადებენ პოლიციაში.

"ათი საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩვნო გარემოს შესაქმნელად მოქმედებს პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველჰყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.
ამასთან საჭიროებისამებრ ვახორციელებთ, საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო. ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილნი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთაც შესახებ ინფორმაცია მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე მიეწოდათ. აქვე გაცნობებთ, რომ სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით ცენტრალიზებულ დონეზე სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე მოქმედ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან," - განაცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 

დღის ამბები