26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
გაუფასურებული ლარი და გაძვირებული პროდუქტი - ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად დაეცა 

ეროვნულმა ვალუტამ დღეს 2018 წლის გაუფასურების რეკორდი მოხსნა. არჩევნების შემდეგ, სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ლარი პოლიტიკური განცხადებების პარალელურად უფასურდება. კომერციული ბანკები კი ერთ დოლარში 2 ლარსა და 75 თეთრს ითხოვენ.

ეკონომიკური ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ პანიკა სავალუტო ბაზარზე მმართველი პარტიის პოლიტიკურ მუქარას უკავშირდება, ხალხმა დანაზოგით დოლარის ყიდვა მასიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირება დაანონსა.

მთავრობის პოლიტიკური განცხადებები უკვე აისახა რიგითი მოქალაქის ჯიბეებზე. გაძვირდა საწვავი, წამლები და პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბირჟაზე საწვავი იაფდება, საქართველოში მისი ფასი იზრდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს აქვს რესურსი მოკლევადიან პერსპექტივაში შეამციროს აქციზის გადასახადი, რომელიც გასულ წელს ლიტრ საწვავზე 25 თეთრით გაზარდა.

პანიკაა საკოლმეურნეო ბაზრებში. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველი დღითიდღე მცირდება. საკვებთან ერთად ხალხს გაძვირებული მედიკამენტების შეძენაც უჭირს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების მატების ტენდენცია ისევ გაგრძელდება და პიკს დეკემბერში საახალწლოდ მიაღწევს. 

დღის ამბები