26 აპრილი 2024,   17:04
ვრცლად
გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარს უჭერს - ანგელა მერკელი

გერმანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას მხარს უჭერს - ამის შესახებ ანგელა მერკელმა კიევში განაცხადა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

ანგელა მერკელის შეფასებით, მინსკის შეთანხმება დღესაც არ სრულდება და ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები კვლავ იღუპებიან. გერმანიის კანცლერისთვის მიუღებელია დონეცკსა და ლუგანსკში დაგეგმილი არჩევნები, რაც მისი განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე პეტრო პოროშენკო რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. რუსეთმა დღეს შავ სიაში 68 კომპანია და 322 ადამიანი შეიყვანა, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები, მოსამართლეები და ბიზნესმენები. 

დღის ამბები