02 მაისი 2024,   08:09
ვრცლად
ხდება „სამართლიანი არჩევნების“ სახელის ბოროტად გამოყენება - მიხეილ ბენიძე 

„სამართლიანი არჩევნები“, ორგანიზაციის სახელის გამოყენებასა და საარჩევნო კვლევის ფარულად ჩატარებაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაუდგენელი პირები ამომრჩევლებს "" სამართლიანი არჩევნების"" სახელით უკავშირდებიან, რათა "ანონიმური კვლევის ფარგლებში"" მოიპოვონ ინფორმაცია კონკრეტული ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობისა და სავარაუდო არჩევანის შესახებ.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ორგანიზაცია მსგავს კვლევას არ ატარებს. ბენიძე გარკვეულ პირებს მათი ორგანიზაციის სახელის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

„როგორც ჩანს ხდება „სამართლიანი არჩევნების“ სახელის ბოროტად გამოყენება. ამის შესახებ ჩვენ გვაცნობეს სწორედ ამ მოქალაქეებმა, რომლებიც ჩვენი ფეისბუქ გვერდის მომხმარებლები არიან და ჩვენ გვადევნებენ თვალყურს. მე მინდა საზოგადოებას  განვუმარტო, რომ ასეთ რაიმე სახის გამოკითხვას სამართლიანი არჩევნები არ ატარებს,“-აცხადებს ბენიძე.

დღის ამბები