02 მაისი 2024,   02:51
ვრცლად
"კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი“ - კალაძე ივანიშვილის მიმართვაზე

მმართველი გუნდის ლიდერები არ ეთანხმებიან ოპონენტების შეფასება, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მიმართვაში შეშინებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, რომელიც არჩევნების მეორე ტურისთვის უკვე ჩაუდგა სათავეში თბილისის შტაბის ხელმძღვანელობას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორი აქცენტები დასვა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა სწორი შეფასება და ანალიზი გააკეთა, შესაბამისად  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაზუსტებით იციან, რატომ ვერ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში.

კალაძის განცხადებით, სწორი ანალიზის შემდეგ მმართველი გუნდი შეძლებს საზოგადოება დაარწმუნოს, რომე მეორე ტურში მხარი მათ მხარდაჭერილ კანდიდატს დაუჭიროს.

კალაძე ამბობს, რომ "რუსთავი2"-ს შეცდომაში შეჰყავს ამომრჩეველი, როცა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში დამარცხდა.

„ხშირად თქვენ შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა მიზანმიმართულადაც, ხომ ვიცით ეს ყველაფერი. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო, ხომ მეთანხმებით ამაში?-მეთანხმებით. ცოტა, მაგრამ მაინც მოიგო.

მეორე ტურში დარწმუნებული ვარ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. რაც შეეხება ზოგადად საზოგადოების განწყობას მე ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე, რომ  ეს იყო პასუხი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ, გარკვეული გზავნილი, ჩვენ ვისაუბრეთ რომ არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას გამოხატავს საზოგადოებაში, არსი გარკვეული პრობლემებიო რომელსაც სჭირდება მოგვარება, ჩვენ ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი,“-ამბობს კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები