26 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე - მოწმე კალანდიაზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეეცვალა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა განიხილეს, რომელიც წარდგენილი ბრალის შეცვლას შეეხებოდა. მოსამართლემ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ბრალდებულს პირველი ფორმულირებით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას. ბრალდება შეიცვალა, ამჯერად მორჩაძეს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას ედავებიან, რათა ამ მოწმეს გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია შეეცვალა სასამართლო პროცესზე. 

დღის ამბები