26 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
"ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა კანონის წინაშე ყველას მოეთხოვება პასუხი"- კალაძე ფარცხალაძეზე

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება.

კალაძე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს და ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა.

„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.საქმე ეხება გასულ წელს "ელცენტროში" მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა. 

საქმე ძიებაში წელიწადი და 7 თვის განმავლობაში იყო, თუმცა ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი მხოლოდ გუშინ წარუდგინეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ფარცხალაძისთვის გირაო ბრალდების მხარემ მოითხოვა. ყოფილი მთავარი პროკურორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები