14 ნოემბერი 2018,   22:39
ვრცლად
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.79 ლარია

კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.79 ლარს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 

საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.79 ლარია, TBC-ში - 2.788, ლიბერთი ბანკში - 2.783, ხოლო ტერა ბანკში 2.79 ლარი.

ეროვნული ბანკის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.7524 ლარი გახდა. კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7383 ლარი იყო.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა და მისი ღირებულება 3.1386 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი კი 3.1162 ლარს შეადგენდა.

 

 

 

დღის ამბები