26 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
ახალი მავთულხლართები სოფელ ატოცთან - ოკუპანტები 1 კმ სიგრძის მონაკვეთზე ბოძებს და რკინის ღობეებს ამონტაჟებენ

ახალი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზთან - სოფელ ატოცში შეიარაღებული პირები ჯერ კიდევ გუშინ გააქტიურდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება დაიწყეს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. საოკუპაციო ხაზის მიღმა ადგილობრივების სახნავ-სათესი მიწები მოექცა.

რუსული პოლიტიკის მორიგი პროვოკაცია სადემარკაციო ხაზთან დაგმეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტებმა. მოსახლეობის მსგავსად, მათაც მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ ქვეყნის პირველი პირები ადგილზე ჩავიდნენ და ძალადობრივ რეჟიმს მკაცრად დაუპირისპირდნენ.

ხელისუფლებას კი იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან აგრესორი ქვეყნის უპერსპექტივო ამბიციები დასრულდება და საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველა დანაშაულზე პასუხს მოსთხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები