26 აპრილი 2024,   15:07
ვრცლად
თავდასხმა კალიფორნიაში და 12 გარდაცვლილი - სამართალდამცველები მოტივის დადგენას ცდილობენ

კალიფორნიაში სტუდენტურ წვეულებაზე განხორციელებული თავდასხმის მოტივი სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით თავდამსხმელი 28 წლის იან-დევიდ ლონგია, რომელიც წარსულში სამხედრო ფლოტის მოსამსახურე იყო. წინასწარი ინფორმაციით, იგი მარტო მოქმედებდა.

ლონგი, ლოს-ანჯელესის გარეუბანში ერთ-ერთ ბარში გუშინ შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები