13 ნოემბერი 2018,   09:48
ვრცლად
"პოსტსაარჩევნო და მეორე ტურის წინანდელი ვითარების სტრესები... ძლევამოსილი ბიძინა ივანიშვილის ხატება მოისპო" - დავით ბერძენიშვილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილი, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როდესაც სამართალდამცავებმა კარვების გაშლის უფლება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ მისცეს.

ბერძენიშვილის თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნო სტრესში და დღევანდელი დღეც ამის შედეგია.

მისი თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მიიტანეს კარვები პარლამენტის წინ, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა.

„ეს არის პოსტსაარჩევნო და მეორე ტურის წინანდელი ვითარების სტრესები. არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილს, იყოს ფრთხილად. ძლევამოსილი ბიძინა ივანიშვილის ხატება მოისპო, დაინგრა 28 ოქტომბრის შემდეგ, როცა ის გასაცოდავებული, აჭარხლებული ეჩვენა მთელ საქართველოს და რომელიც შესაძლოა, მის მომხრეებს შეეცოდათ. ადამიანი რომ შესაცოდი გახდება, საცოდავი გახდება, იმას სხვანაირად უნდა მოექცე და ქვეყანა არ უნდა ანდო," - ამბობს ბერძენიშვილი.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები