26 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
საახალწლო ღონისძიებებს კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან - თბილისის მერია

თბილისის მერია წუხელ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. მასში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მერიის წერილს არასწორი ინტერპრეტაცია და პოლიტიკური სპეკულაცია მოჰყვა.

მერიის ინფორმაციით, დეკემბრის თვეში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს, არავითარი კავშირი არ აქვს რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან.

"თბილისის მერიის ადმინისტრაციამ კანონით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში, საპასუხო წერილით აცნობა აქციის ორგანიზატორებს დეკემბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და თხოვნით მიმართა მათ, გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება. თბილისის მერიას არ აქვს არავითარი უფლებამოსილება, აუკრძალოს ან ნება დართოს აქციის მონაწილეებს, განათავსონ კარვები. შესაბამისად, მერიის თხოვნის გათვალისწინება არის მერიაში შემოსული წერილის ავტორების, ამ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორების პრეროგატივა. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს, ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ პროცესს პოლიტიკური მიზნებისთვის,"- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები