26 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
შვილმოკლული მამების პროტესტი - ზაზა სარალიძე შს მინისტრს მიმართავს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე განლაგებული კარვები ყოველ 2 საათში შეამოწმოს

შვილმოკლული მამების აქცია რუსთაველის გამზირზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გარდა პარლამენტის წინ რჩებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ადგილზეა  მათ მიერ მიტანილი კარვებიც.

შვილმოკლული მამები პროტესტის შეწყვეტას იმ დრომდე არ გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები - დაისაჯონ მათი შვილების მკვლელები, არ დაკმაყოფილდება.

ზაზა სარალიძემ შსს-ს უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რაზეც ხელისუფლება საუბრობს თავიდან იყოს აცილებული, ყოველ ორ საათში პოლიციამ შეამოწმოს კარვები.

“მივმართავ ბატონ გახარიას, გამოყოს პოლიციელები, რომლებიც ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად ყოველ ორ საათში დაათვალიერებს კარვებს ჩვენი თანდასწრებით და ყველაფერი იქნება ვიდეოზე აღბეჭდილი, ამით გაქარწყლდება ყველანაირი ეჭვი. მშვიდობიანად, ყველანაირი კანონის დაცვით და კანონის ფარგლებში მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ არ იქნება ჩვენი შვილების მკვლელები დასჯილნი,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღის ამბები