02 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
"ბიუჯეტში ჩადებულია ძალიან ბევრი კორუფციული ხარჯები“ - ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მწვავე დებატებია მოსალოდნელი. იგეგმება უმრავლესობისა და უმცირესობების წევრების, ასევე კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები.

წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან დეპუტატები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტში თანხა არამიზნობრივად არის გადანაწილებული.

„ერთი მილიარდია ჩამორჩენა, რომელიც იმ წლის ბიუჯეტში გადავა. ბიუჯეტში ჩადებულია ძალიან ბევრი კორუფციული ხარჯები“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 3 მილიარდი ლარია. "ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ მთავარი საფინანსო დოკუმენტი უყაირათოდ არის დაგეგმილი. 

"ყოველ წელს ვისმენთ "პარტული ოცნების" განცხადებას, რომ ეს არის საოცრად კარგი ბიუჯეტი, შემდეგ ვხედავთ სიღარიბის უფრო მეტად ზრდას, ამის მიზეზი არის ის, რომ ბიუჯეტი უყაირათოდაა დაგეგმილი,"-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დოკუმენტს სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

დღის ამბები