15 დეკემბერი 2018,   07:23
ვრცლად
ზურაბიშვილით უნდათ მიიყვანონ ის საქმე ბოლომდე, რაც 90-იანებში დაიწყო რუსეთმა, საქართველოს დაშლა - ომის ვეტერანები ზურაბიშვილის განცხადებებს აკრიტიკებენ

„ზურაბიშვილი არავითარი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, ის არის „ოცნების“ კანდიდატი და „ოცნებისთვის“ სპეციალურად შერჩეული კანდიდატი,“ - ეს განცხადება, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი ხიზანიშვილმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

გიორგი ხიზანიშვილი სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

„ოცნებას რომ დაეყენებინა თუნდაც ჯაჭვლიანი - იბიარდა - მეორე ტურში ასეთი ამბავი არ იქნებოდა. რომ იტყვიან ზუსტად სალომე ზურაბიშვილი უნდათ, ზუსტად მაგ განცხადებების გამო, რომ ზუსტად მაგ განცხადებებით მიიყვანონ ის საქმე ბოლომდე, რაც 90-იანებში დაიწყო რუსეთმა საქართველოს დაშლა,“ - განაცხადა ხიზანიშვილმა

გიორგი ხიზანიშვილი ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს, მაშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაც აღიარებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა იუსტიციის მინისტრის განცხადებაც გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

„წულუკიანის განცხადებამ ხომ საერთოდ მომსპო. ისე მშვიდად თქვა, რომ რა მოხდა, საქართველო კი არ დაისჯება, დაისჯება რამდენიმე ჯარისკაცი. თითქოს ის ჯარისკაცი საქართველოსი არ არის, საქართველო გვერდში არ უნდა დაუდგეს,“ - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

2008 წლის ომის ვეტერანი, ზაზა დოლიძე ამბობს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებები მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, იქ მყოფი პირებისთვის, შეურაცხმყოფელია, იქ დაცემული ბიჭებისთვის, მათი ოჯახებისთვის და მეორე, რა მოჰყვება ამ განცხადებას თვითონ საქართველოსთვის, ჯარისთვის, მართალი თქვეს, დემორალიზაცია მეტი კი არაფერი არ არის, რომ დასჭირდეს ხვალ საქართველოს, მე, როგორც ას მეთაური, მე როგორც იმ ბიჭების მეგობარი, რომელიც ჩვენს გვერდზე იყო, რომელი გამომყვება?“- განაცხადა ზაზა დოლიძემ.

დღის ამბები