11 დეკემბერი 2018,   23:12
ვრცლად
ფოთის თეატრის შენობა, რომელიც ყოველდღიურად ინგრევა - პერსონალს შენობაში გატარებული თითოეული წამი სიცოცხლის ფასად უჯდება

ფოთის თეატრის შენობა ყოველდღიურად ინგრევა. ჭერიდან ცვივა სამშენებლო მასალა, გაბზარულია კედლები. პერსონალს შენობაში გატარებული თითოეული წამი სიცოცხლის ფასად უჯდება. თეატრის დასი ნაგებობის რეაბილიტაციას წლებია უშედეგოდ ითხოვს.

ოთხი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი შენობა თებერვლის შემდეგ დახურულია. ფაქტია, რომ ნაგებობა ექსპლუატაციაში მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შევიდა, რადგან გახსნიდან მეორე დღეს შენობაში ჩავიდა წყალი, ჩაწყდა ლიფტი, ჩამოინგრა ჭერი და დაიბზარა კედლები. 55 წლის სცენის მემანქანე, რომელიც ამორტიზებულ ლიფტში დაშავდა, მძიმე ტრამვის გამო 2 დღის წინ გარდაიცვალა.

მსახიობები სცენაზე სამშენებლო ჩაფხუტით გადაადგილდებიან. 

ფოთის მერიაში კონკრეტული თარიღის დასახელება უჭირთ, როდიდან დაიწყება თეატრის რეაბილიტაცია. 

ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 9 წელი გაგრძელდა. ახალი შენობა გრანდიოზულად ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე. 

დღის ამბები