26 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
"რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია"-მმართველი გუნდი ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე ვაშაძის ინიციატივას ეხმაურება

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივას მოვალეთა ე.წ. შავ სიებში მყოფი მოქალაქეებისათვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ეხმაურება. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ გეგმა "ქართულ ოცნებას" უკვე აქვს და ის ვალები, რომლებიც მოქალაქეებს დაუგროვდათ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გატარებული პოლიტიკის შედეგია.

„რომ მომავალში აღარ მოხდეს და ჩვენ აღარ გვყავდეს იპოთეკარების ის ძალიან დასანანი კასტა, რომელიც შეიქმნა სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" გატარებული პოლიტიკის შედეგად, როდესაც  ერთ მესამედ მათგანს სამედიცინო საყოველთაო ჯანდაცვის არარსებობის გამო სამედიცინო მიზნებისთვის აღებული სესხების გამო დაკარგეს საცხოვრისი, მეორე ნაწილმა საპროცესო შეთანხმებების გამო. გადაიდგა ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ასევე ეროვნულ ბანკში ხდება შესაბამისი რეგულაციების შემოტანა პირველი იანვრიდან და უმნიშვნელოვანესი ინიციატივა  იქნება ხვალ ასევე გაჟღერებული,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ენმ-სთვის ცნობილი იყო "ქართული ოცნების" გეგმა და ამიტომ მათი ეს ნაბიჯი ერთგვარი PR სვლა იყო.

„დადგეს სცენა თითქოს ახლა დღეს რაღაცას მოითხოვენ და იციან, ინფორმაცია აქვთ ამის შესახებ რომ ხვალ ძალიან სერიოზული ინიციატივა  გახმოვანდება პრემიერის მიერ და ამის მისაკუთრება გადაწყვიტეს თუ რა ჩაატარეს ვერავინ ვერ მიხვდებოდა. ყოველ შემთხვევაში რუსი პიარშიკების ეს სვლა წარუმატებელია ბუნებრივია. იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამაზე საბანკო სექტორთან უკვე დასკვნით ეტაპზეა და პრაქტიკულად მორჩა შეთანხმება და ხვალ პრემიერი გაახმოვანებს ძალიან საინტერესო, კარგ ინციატივას, ამიტომ მათი პიარსვლა პანიკურ სიტუაციაში ჩავარდნილია, ხელის კანკალით გამოვიდა  ე.წ. კანდიდატი პრეზიდენტობისა ვაშაძე და რაღაც მოთხოვნა დააყენა. ეს იყო ძალიან სასაცილო დღეს,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები