26 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
31 დეკემბრამდე 600 000 ათას მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება - პრემიერი 

31 დეკემბრამდე 600 000 ათასი მოქალაქეზე მეტი შავი სიიდან ამოვა - ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც 2000 ლარამდე დავალიანება აქვთ და შავ სიაში არიან, ეს ვალი გაუნულდებათ. ვალების განულება 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება. 

„დღეს თითქმის 700 000 ჩვენი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია, 600 000 მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა  საფინანსო ორგანიზაციების დავალიანებაზე, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევრიან ვალს.  

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება.  

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვდება ახალ წელს,“- განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, შეთანხმება კერძო ბანკებთან უკვე მიღწეულია, თუმცა მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. 

მამუკა ბახტაძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბანკ "ქართუს". 

დღის ამბები