26 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
"რომ არა ეს არჩევნები, ეს ინიციატივა არ გაჟღერდებოდა" - ირაკლი ყიფიანი

„რომ არა ეს არჩევნები, ეს ინიციატივა არ გაჟღერდებოდა,“ - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ხელისუფლების ინიციატივას, ვალების განულებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

„ერთადერთი, რასაც ემსახურება ამ ინიციატივის გაჟღერება, პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც მათ კანდიდატს აქვს შექმნილი და ხმების მიღების მიზნით მსგავსი ტიპის დაპირებები არ მიკვირს,“ - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი საკვებს სესხით ყიდულობს. ეკონომისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ვალი გაუნულდება, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მაინც შეეცდებიან ვალის აღებას, რათა კვების პრობლემები გადაჭრას.

„რეალურად, ამ ადამიანებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაურთულდათ. თუ ეს ადამიანები წავლენ მევახშესთან და მევახშეებთან დაკავშირებითაც აპირებენ გარკვეული რეგულაციის მიღებას, ეს ხომ ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლებს,“ - განაცხადა ყიფიანმა.

დღის ამბები