26 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
შეიქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო - გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურში გამარჯვების შემდგომ გეგმებზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდგომ გეგმებზე „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.

ვაშაძის თქმით, მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ეროვნული თანხმობის საბჭო შეიქმნება. საბჭო იმუშავებს იმ რეფორმებზე, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციას აქვს დაგეგმილი. საუბარია სისტემურ რეფორმაზე.  

„პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ მეორე ტურის მოგების შემდეგ, ეს არის კიდევ უფრო გაფართოებული ორგანო, სადაც იქნებიან თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პოლიტიკური წონა და პოლიტიკური ავტორიტეტი საქართველოში, რომელსაც ექნება ეროვნული თანხმობის საბჭო. რაზეც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და რის კოორდინაციაც პაატა დავითაიას ვთხოვე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს, რომლებიც გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში რევანშს აანონსებენ. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, რევანში გამორიცხულია. 

ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში და ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისას უნდა განხორციელდეს 6 პუნქტიანი გეგმა.  

1. კოალიციური მთავრობა, 2. საარჩევნო სისტემის რეფორმა, 3. სასამართლოს რეფორმა, 4. კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, 5. ბრძოლა სიღარიბესთან და 6. საბანკო სისტემის რეფორმა. 

დღის ამბები