26 აპრილი 2024,   16:01
ვრცლად
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია - შანტაჟი და ტერორი ამომრჩევლებზე რეგიონებში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს

შანტაჟი და ტერორი ამომრჩევლებზე რეგიონებში კრიტიკულ ნიშნულს აღწევს. თითქმის ყველა სოფელს თავისი კურატორი ჰყავს, რომელიც სხვა და სხვა მეთოდებით ცდილობს მოსახლეობის ნებაზე გავლენა მოახდინოს და აიძულოს მხარი სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭიროს. ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად ყოფილი სპორტსმენებიც არიან ჩართული.

გიორგი კანდელაკი სალომე ზურაბიშვილის აგიტაციაში ყოფილ მოკრივეებთან ერთად ჩაერთო. კანდელაკი ზურაბიშვილისთვის ხმებს 90-იან წლებში ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტთან, ნიკო ხმიადაშვილთან, იგივე რობოტასთან ერთად აგროვებს. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონი კრივში მოსახლეობას სოფელ ვარიანში საკუთარ სპორტული დარბაზი იბარებს და ზეწოლას ახდენს, რომ მათ ოთხშაბათს 48 შემოხაზონ.

ზეწოლა და ტერორი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შიდა ქართლში, არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ დაიწყეს. სოფელი ფერმაში მდებარე საქონლის სასაკლაოდან 2 თანამშრომელი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრას ესწრებოდნენ. თანამშრომლების დევნა პოლიტიკური ნიშნით ”ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ბაჰადინ ალიევმა მოითხოვა.

სამსახურიდან გაათავისუფლეს ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერძაია. გენ ინსპექციამ სკოლა იმ დროს შეამოწმა, როდესაც რეგიონში წყალმომარაგება შეწყვეტილი იყო, საპირფარეშოები კი გაუმართავი. კერძაია ოფიციალური ინფორმაციით, პოსტიდან ამ საფუძვლით გათავისუფლეს, თუმცა პირად საუბრებში უთხრეს, რომ სკოლა იმის გამო, დაატოვებინეს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს არ უჭერს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი, იზო ჩუბინიძე, ემა გოგოხია. 

 

 

 

დღის ამბები