02 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
ღამის ეკონომიკის განვითარება - თბილისში 15 ევროპული ქალაქის ღამის მინისტრები ფორუმზე მსჯელობენ

რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას დედაქალაქის ღამის ეკონომიკა, ამ საკითხზე 15 ევროპული ქალაქის ღამის მინისტრები მსჯელობენ.

საერთაშორისო ფორუმს სასტუმრო რუმსი მასპინძლობს. ფორუმს თბილისის მერი, კახა კალაძეც, ესწრება.

„მივცემთ შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ და დასაქმდნენ ახალგაზრდები. თუ რა არის გასაკეთებელი, როგორ უნდა განვითარდეს ეს მიმართულება, ჩვენ დღეს გვექნება დისკუსია და გამოცდილების გაზიარება,“ - ამბობს კალაძე.

დღის ამბები