02 მაისი 2024,   01:59
ვრცლად
ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი სამხედრო - ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს და პრემიერს მიმართავს

ორფოლოს პოლიგონზე დაღუპული 31 წლის ჯარისკაცის, მირზა ჩაჩუას ოჯახი იმერეთის გუბერნატორს გულგრილობაში ადანაშაულებს.

შვილმკვდარი მამა, გუბერნატორს შავლეგო ტაბატაძეს, როგორც ყოფილ გენერალს, შეხვედრას რამდენიმე კვირაა უშედეგოდ სთხოვს.

სამხედროს მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაშია გარდაცვლილი, თავდაცვის სამინისტროს კი საქმის ობიექტური გამოძიება არ სურს.

გარდაცვლილი მირზა ჩაჩუას ოჯახი დახმარებას პრემიერ-მინისტრს სთხოვს.

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  რომ მათთვის შეხვედრის თხოვნით არავის მიუმართავს.

31 წლის მირზა ჩაჩუა მიმდინარე წლის 9 ივლისს ახალციხის პოლიგონზე გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლი გახდა. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მათი თქმით, მირზა ჩაჩუა, რომელიც ჯარში 11 წლის განმავლობაში მსახურობდა, ალკოჰოლურ სასმელს არ იღებდა.

მათივე თქმით, თავდაცვის უწყებამ დასკვნა გააყალბა, რათა გარდაცვლილის ოჯახისათვის კომპენსაცია არ მიეცათ.

დღის ამბები