26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მძიმედ დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში - სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ სადისტრიბუციო ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.

​მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

დღის ამბები