26 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
პრეზიდენტის სიძის ბიზნესპარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია - ინფორმაციას რედაქცია "კავშირები" აქვეყნებს

პრეზიდენტის სიძის ბიზნესპარტნიორი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია - ინფორმაციას რედაქცია "კავშირები" აქვეყნებს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, მინდია გოგოჭურს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ოთხ კომპანიასთან აქვს კავშირი და ერთ-ერთ კომპანიაში მისი პარტნიორი სწორედ დავით რაქვიაშვილია.

ამ ინფორმაციას ადასტურებს თავად უშიშროების საბჭოს მდივანიც, თუმცა განმარტავს, რომ 2015 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ ვერ იმუშავა და რამდენიმე თვეში გაუქმდა, რეესტრის მიხედვით, კი კომპანია კვლავ აქტიურად ითვლება.

პრეზიდენტის სიძეს, საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვასა და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები