26 აპრილი 2024,   06:45
ვრცლად
ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა რეაგირება... ჩართული ვიყავით ამ საქმის შესწავლის პროცესში - ომბუდსმენი ია კერზაიას საქმეზე საუბრობს  

ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა რეაგირება, დავუკავშირდით ოჯახის წევრებს და ჩართული ვიყავით ამ საქმის გარემოების შესწავლის პროცესში - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმის შესახებ გააკეთა.

საქმის შესწავლის მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატს გარდაცვლილის ოჯახმა მიმართა. ომბუდსმენის აპარატმა უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი შესაძლო ზეწოლის ფაქტებს სკოლის დირექტორის მისამართით. ოჯახი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.

ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმის შესწავლას ახლაც გააგრძელებს, თუ კი ამის სურვილს ოჯახი გამოთქვამს.

„ჩვენთან შემოსულია ამ დროისთვის განცხადება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც დისკრიმინაციული მიდგომის დადგენას ითხოვენ. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა და შესაბამისად, გავაგრძელებთ იმის მიხედვით, ექნება თუ არა ოჯახს იმის სურვილი, რომ გაგრძელდეს იმ განცხადების შესწავლა, რაც წარმოდგენილია სახალხო დამცველის ოფისში. ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა რეაგირება, დავუკავშირდით ოჯახის წევრებს და ჩართული ვიყავით ამ საქმის გარემოების შესწავლის პროცესში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები