26 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - "ენმ" სერგეენკოს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიციის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ნოდარ ბურდილაძე მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობს. მას უკვე ჩაუტარდა მეორე ოპერაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია ყველა საჭირო მედიკამენტების უზრუნველყოფას ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვს. საგამოძიებო ორგანოებს კი თავდასხმის ფაქტის უსწრაფესი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მდგომარეობა დამძიმდა, იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებულია სეფსისის ნიშნები, დაუნიშნეს წამალი, რომელიც, პრაქტიკულად, საქართველოში არ არის. მივმართავთ ჯანდაცვის მინისტრს, როგორც პირველ დღეებში აიყვანა ნოდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირად კონტროლზე, ჩაერიონ, მოიძიონ ეს წამალი და აღმოუჩინონ სასწრაფოდ დახმარება,“- ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოთარ სირაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რამდენიმე დღით ადრე ნოდარ ბურდილაძეს საკუთარ სახლთან თავს ორი პიროვნება დაესხა და ორი სხვადასხვა სახის ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბურდილაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივით მოხდა.

დღის ამბები