26 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
თავდასხმა საფრანგეთში - სამართალდამცველები 29 წლის შერიფ შეკატს ამ დრომდე ეძებენ

ფრანგი სამართალდამცავები თავდასხმაში ეჭვმიტანილ 29 წლის შერიფ შეკატს ამ დრომდე ეძებენ. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სტრასბურგის ცენტრში, ხალხმრავალ საშობაო ბაზრობასთან თავდასხმა განახორციელა, საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში 27-ჯერ იყო ნასამართლევი. ის უსაფრთხოების სამსახურის შავ სიაშიც იმყოფებიდა.

ბოლო ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე სროლის შედეგად დაღუპულია 2 და დაშავებულია 14 ადამიანი.

დღის ამბები