02 მაისი 2024,   02:00
ვრცლად
2008 წლის ომი - სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებული ცხინვალიდან მოდავეების სარჩელები არ მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან მოდავეების სარჩელი არ მიიღო.

სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულ მხარეს ამის შესახებ დღეს ეცნობა.

მასში ასევე განმარტებულია მიზეზიც. განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა კუდუხოვას, ნანიევასა და ბადაევის სარჩელებზე საქართველოს წინააღმდეგ, რადგან მათ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინეს.

მოდავეები აცხადებდნენ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქმედებების გამო მათ სიცოცხლეს და კერძო საკუთრებას საფრთხე შეექმნა.

 "სამივე მოდავეს კონფლიქტის დროს სხვა ქვეყანაში გადასვლა მოუხდა, რაც მათ სტრესსა და დისკომფორტს ნამდვილად გამოიწვევდა, მაგრამ ეს არ უტოლდება მათ უფლებებში ჩარევას"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები