02 მაისი 2024,   02:19
ვრცლად
მეოთხე პრეზიდენტის ბოლო პოლიტიკური გზავნილები - მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ მთავარ შეცდომებზე საუბრობს

ორპოლუსიანი პოლიტიკა, რომელმაც ადგილი აღარ დატოვა მესამე ძალისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თანამდებობიდან წასვლამდე სამი დღით ადრე გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო მიმოიხილა. მეოთხე პრეზიდენტი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ დიდ პოლიტიკურ კატაკლიზმებში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია დაკარგა.

სტუდენტებთან საჯარო შეხვედრისას მარგველაშვილის ბოლო 6 წელიწადი გაანალიზა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეცდომა ამომრჩევლის მუდმივი დაშანტაჟება იყო, რომ თუკი არ იქნება „ოცნება“ მაშინ წინა მმართველი ძალა დაბრუნდება. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულ პირებს ხედავს და ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გარემო პოლარიზებული არა პოლიტიკური, არამედ პერსონალური დაპირისპირების გამო იყო.

გიორგი მარგველაშვილმა დღესვე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და განაცხადა, რომ მან პრემიერის პოსტი უნდა ჩაიბაროს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნაში ძალიან ცუდი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მეთოდური და სერიოზული დარღვევებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ის კვირას თელავში მიდის და სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება.

დღის ამბები