18 იანვარი 2019,   06:24
ვრცლად
მარგველაშვილი შეწყალების ბოლო აქტზე უარს ამბობს - პრეზიდენტი მიზეზებზე არ საუბრობს

გიორგი მარგველაშვილი შეწყალების ბოლო აქტზე უარს ამბობს. კომისიის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, რატომ გაუქმდა ჩანიშნული სხდომა, რომელზეც 600-მდე მსჯავრდებულის საქმე უნდა განეხილათ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ უფრო ბუნდოვანი მას შემდეგ გახდა, რაც მარგველაშვილმა "კურიერს" განუცხადა, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

კომისიის წევრებს 600-მდე საქმე შესასწავლი დარჩათ. გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების ბოლო აქტი განსახილველად სალომე ზურაბიშვილს დაუტოვა.

რატომ ამბობს ბოლო შეწყალების აქტზე უარს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ის ისევ დისკრიმინაციულ ანტიპიარს მოერიდა, რადგან მისმა შეწყალებულმა ახალგაზრდამ მამაკაცმა 3 დღის წინ წყნეთში სასჯელაღსრულების 3 მაღალჩინოსანი დაჭრა.

პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი შეწყალების კომისია არ იყო ცივილური და დასავლური სტანდარტის, რადგან მან 100-ჯერ უფრო მეტი პატიმარი შეიწყალა, ვიდრე ამას აშშ-ს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს.

დღის ამბები