02 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
ბაგა-ბაღებში კვების დაფინანსება მცირდება - დაბალფასიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო

ბაგა-ბაღებში კვების დაფინანსება მცირდება. კომპანია „ნილმა“, რომელიც ერთი წელია, ბაღებს ამარაგებს და რომელიც დაბალი ფასის გამო აღარ აპირებდა მერიის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას, ბოლო დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და ტენდერში ჩაერთო.

„ნილის“ გარდა ქვეყანაში არცერთი სხვა კომპანია არ დაინტერესდა 38 მილიონიანი პროექტით. კომპანიის თანხმობის მოტივი გაუგებარია - მისი დირექტორი გაურკვეველ განმარტებას აკეთებს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ „ნილი“ უბრალოდ აიძულეს ჩართულიყო სქემაში და თანხმობის მიზეზი, სავარაუდოდ, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები და დიდი ოდენობით ჯარიმებია.

თბილისის მერია კი საბავშვო ბაღის ბავშვების გამოკვებაზე წელს შარშანდელთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლებს დახარჯავს. უკვე დასრულებული ტენდერის პირობების მიხედვით, ერთი აღსაზრდელის გამოკვება დღეში ისევ სამი ლარი და 20 თეთრი ეღირება, მაგრამ ამ ფასში მზარეულების ხელფასის, ინვენტარისა და მცირე რემონტის ხარჯებიც შედის.

"ნილი" სკანდალში არაერთხელ გაეხვა. მან შეიტანა ბაღებში კონიაკის ბოთლებში დაფასოებული რძე, მის პროდუქტში აღმოჩნდა საკანცელარიო დანა და შეცვლილი ვადის ეტიკეტი თევზის შეფუთვაზე. 

 

დღის ამბები