26 აპრილი 2024,   07:41
ვრცლად
საშობაო სამზადისის პარალელურად ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიების სეზონისთვის ემზადებიან

საშობაო სამზადისის პარალელურად ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიების სეზონისთვის ემზადებიან. პირველი მასშტაბური ღონისძიება, ტრადიციულად, ოქროს გლობუსის ცერემონია გახდება.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია საკუთარ რჩეულებს 6 იანვარს დააჯილდოვებს, რის შედეგაც სტუმრებისთვის ბანკეტი გაიმართება.

შეფ-მზარეულებმა უკვე შეადგინეს მენიუ, რომლითაც მსოფლიო კინოვარსკვლავებს გაუმასპინძლდებიან.

კერძებს ყველაზე პრეტენზიული სტუმრებისთვის მსოფლიოს ცნობილი შეფ-მზარეულები და კონდიტერები დაამზადებენ.

ბანკეტი, ტრადიციულად, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში გაიმართება, რომელიც ოქროს გლობუსის სტუმრებს უკვე 44 წელია, მასპინძლობს.

დღის ამბები