26 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები პარიზში შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს - დაკავებულია 80-მდე მომიტინგე

საპროტესტო გამოსვლები პარიზში შეტაკებებისა და დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც დემონსტრანტებმა მსვლელობის შემდეგ ელისეს სასახლესთან მიახლოება სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეტაკება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია 80-ზე მეტი მომიტინგე.

ხელისუფლების დათმობების მიუხედავად, მოძრაობა ყვითელი ჟილეტის აქტივისტებმა პროტესტის მეხუთე აქტი გამოაცხადეს და ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მსვლელობა დაიწყეს.

სასახლესთან მისასვლელ ქუჩებზე პოლიციის კორდონი დგას. პრეზიდენტმა მაკრონმა აქციის მონაწილეები წინასწარ გააფრთხილა, რომ პროვოკატორები უმკაცრესად დაისჯებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები