26 აპრილი 2024,   07:49
ვრცლად
"მოვინანიე დანაშაული“ - კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი რობაქიძის საქმეში ერთადერთი ბრალდებულია, რომელმაც სასამართლო ბორკილების გარეშე დატოვა

ბუტა რობაქიძის საქმე - სასამართლომ კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და პირობით სასჯელი დააკისრა. ზაზა ბაქრაძე ერთადერთი ბრალდებული იყო, რომელმაც სასამართლო დარბაზი ბროკილების გარეშე დატოვა. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

„მე მოვინანიე ჩემი დანაშაული“ - განაცხადა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ოთხი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე,  ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახით პატიმრობა შეეფარდათ. ოთხივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები