26 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი - არასამათავრობოები კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის შესაძლო დაყენებაზე საუბრობენ

გლდანის ციხეში დაღუპული პატიმარი სახლში გვიან ღამით გადაასვენეს - 32 წლის გიორგი ფასეიშვილი 40-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. სამოქალაქო სექტორი სასჯელაღსრულების დაწესებულების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და არ გამორიცხავს კონკრეტული პირების დასჯის საჭიროებას. 

მომხდარის შესწავლა სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო. შემოწმდა ციხის აღრიცხვის დოკუმენტაცია, თუმცა ნინო ლომჯარიას წარმომადგენლების ინფორმაციით, იქ არსად არის მითითებული, რომ პატიმარი წარდგენილი ბრალის გამო პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

"მაშინ როდესაც პატიმარი შიმშილობს 40 დღის განმავლობაში დაწესებულება ვალდებული არის გამოიკვლიოს თუ რა უდევს საფუძვლად ამას, რა ფაქტმა მიიყვანა მსჯავრდებული გამოხატვის ასეთი უკიდურესი ფორმისადმი,"-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ნესტან ლონდარიძე. 

დღის ამბები