26 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთ-ერთ კანდიდატურად, საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის წევრი განიხილება

ვის წარადგენს ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ახალი პრეზიდენტი? "კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნება," საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამ კანდიდატურას განიხილავს. მათ შორის კვლავ არის თამარ ჟვანია; ასევე, ამ თანამდებობისთვის იბრძვის საარჩევნო კომისიის მდივანი, გიორგი ჯავახიშვილი - ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის, ოჯახის წევრია; "კურიერთან" საუბრის დროს ტყემალაძე ადასტურებს ჯავახიშვილთან ნათესაურ კავშირს, თუმცა თემის განხილვაში მის ჩართულობას კატეგორიულად უარყოფს. ასევე ერთ-ერთი ვერსიით, ცესკო-ს თავმჯდომარეობა შესაძლოა, შესთავაზონ საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ეკა სირაძე-დელონეს.

დღის ამბები