19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
10 ათასი დოლარი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს - ლევან შონიას დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს - ლევან შონიას გუშინ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მის მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქემ 10 000 დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. ყოფილ გუბერნატორს შინაპატიმრობა, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.

დღის ამბები