26 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
საცურაო კოსტიუმებსა და სანტას ქუდებში გამოწყობილი ასობით ადამიანი, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში იბანავა - ახალი წლის აღნიშვნა გრძელდება

საახალწლო მილოცვები და ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ტრადიციული საახალწლო აღლუმისთვის ლონდონში თითქმის ყველა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. ქუჩები თეატრალური წარმოდგენების, კოსტიუმირებული მსვლელობებისა და გამოფენების მთავარ სცენად გადაიქცა. მოეწყო რეტრო მანქანებისა და მინიატურული ორთქმავლების მსვლელობა, ასევე სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც ანიმაციური პერსონაჟები და ჩოგბურთელების გიგანტური თოჯინები მონაწილეობდნენ.

საახალწლო ტრადიციებს წელსაც არ უღალატეს  საფრანგეთში. საცურაო კოსტიუმებსა და სანტას ქუდებში გამოწყობილმა ასობით ადამიანმა ხმელთაშუა ზღვაში იბანავა. ამ დროს საკურორტო ქალაქ ანტიბში ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსი იყო, თუმცა მოზეიმეების განწყობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა საფრანგეთის რივიერაზეც

ანალოგიურად აღნიშნეს ახალი წელი იტალიაშიც. იტალიელები მდინარე ტიბრში, 30 მეტრის სიმაღლიდან ხიდიდან გადახტნენ.

ახალ წელს იტალიელები რომის პაპმაც გააოცა. პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში კუბის საცირკო დასი მიიღო. ცეკვამ და აკრობატულმა ნომრებმა კათოლიკური ეკლესიის მეთაური იმდენად გაახალისა, რომ ჟონგლიორობა თავადაც სცადა.

დღის ამბები