26 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან გემი ჩაიძირა - დაღუპულია ეკიპაჟის 2 წევრი

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ქვანახშირით დატვირთული გემი ჩაიძირა. უკვე დადასტურებულია, რომ დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი, 4 კი დაკარგულად ითვლება. ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა. 9 უკრაინის, 2 აზერბაიჯანის და ორიც რუსეთის მოქალაქე იყო. მაშველებმა ეკიპაჟის 7 წევრი გადაარჩინეს. ისინი წყლიდან ვერტმფრენებით ამოიყვანეს.

გემი აზოვის პორტიდან თურქეთის ქალაქ სამსუნის მიმართულებით  მიცურავდა, როდესაც ეკიპაჟმა სანაპირო დაცვას შველა სთხოვა.

დღის ამბები