26 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
ამ სიას ხმას არ აძლევს ბიძინა ივანიშვილი, ხმას აძლევს პარლამენტის წევრი, - ეკა ბესელია მოსამართლეთა სიაზე საუბრობს

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საქმის კურსშია პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ დღეს ეკა ბესელიამ ისაუბრა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ივანიშვილმა დაპირისპირების შესახებ იცის და მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით მას უკვე ესაუბრა.

ბესელია ამბობს, რომ პრინციპული პოზიციის შეცვლას მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით არც ბიძინა ივანიშვილის გამო აპირებს.

ბესელიას თქმით, თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობის ტვირთი.

„მისი არჩევანი, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საბოლოოდ, ის რა პოზიციას და რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, ყველას, ვინც ვართ ჩვენ, ის ადამიანები, ვინც ხმა უნდა მისცეს ამ სიას და ამ სიას ხმას არ აძლევს ბიძინა ივანიშვილი, ხმას აძლევს პარლამენტის წევრი, ყველამ უნდა გაიზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ უნდა გადაიტანოს პასუხისმგებლობის ტვირთი ბიძინა ივანიშვილზე, ერთ ადამიანზე არ უნდა გადავიდეს მთელი სიმძიმე. მე მგონია, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციით უნდა შევინარჩუნოთ ის მთავარი ნდობის მანდატი, რაც ჩვენ ხალხმა მოგვცა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები