25 ივნისი 2019,   21:01
ვრცლად
პარიზში მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მორიგი აქცია მიმდინარეობს

პარიზში მოძრაობა ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპროტესტო მსვლელობის მეცხრე რაუნდს მართავენ.

ისინი ბასტილიის მოედანზე შეიკრიბნენ და ელისეს მინდვრების მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა. ტრიუმფალური თაღის მახლობლად უკვე შეტაკებებიც დაიწყო. სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებთან დაკავშირებით 15 იანვრიდან საფრანგეთში სამთვიანი განხილვები დაიწყება.

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივის მიზანი კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაა. 

დღის ამბები