26 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
”დაარეგულირე სიცოცხლისთვის” - ​სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში

დაარეგულირე სიცოცხლისთვის” - ამ სლოგანით ​სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში გაიმართა. მოქალაქეები ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და წყალტუბოს გზაზე იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც, ორი დღის წინ, ავარიით სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

აქცია გუშინ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 14 იანვარს წყალტუბო-ქუთაისის გზაზე საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც სამი ახალგაზრდა - ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნიკუ­შა ჭან­ტუ­რია ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეების მოითხოვენ გზის ამ მონაკვეთზე შესაბამისი უწყებების მხრიდან საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. 

”აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი” - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღის ამბები